LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივნისის ტრაგედიის ღამე, დღე და შედეგები – გავიხსენოთ 4 წლის წინ მომხდარი მოვლენები [ფოტოები]

2102
Untitled design

ზუსტად 4 წლის წინ, თბილისის ნაწილმა წყალში გაიღვიძა; ქუჩებში კი 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. ხალხის ნაწილი დაკარგულ ახლობლებს ეძებდა, ნაწილი კი ქუჩაში ცხოველებთან შეხვედრის შიშით ვერ გადიოდა. ვისაც მოვარდნილი წყალდიდობის დროს ღრმა ძილით ეძინა, ეს ყველაფერი ბოროტი ხუმრობა ეგონა.

თუმცა, მალე ყველა მიხვდა, რომ თბილისს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.

სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. პატარა მდინარემ ქალაქში ასეთი ამბავი დაატრიალა.

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. სტიქიის ზონაში იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

დღის განმავლობაში, ქალაქში ვნახეთ ბეჰემოტი ბეგი, რომელიც ამ დღის სიმბოლო გახდა, კონდინციონერზე შემომჯდარი დათვის ბელი და ქუჩებში მოსეირნე მტაცებლები. გვესმოდა ხან ვეფხვის ხმა, ხანაც მგლის…

მას შემდეგ, რაც ტრაგედია ყველამ გაიაზრა, იყო დაუჯერებელი ერთიანობია – ახალგაზრდები, მოხუცები, ქართველები თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ერთად დადგნენ. ეს ნაწილი, 13 ივნისის ტრაგედიის ყველაზე დადებითი ემოციური მომენტია.

4 წლის შემდეგ, ისევ დავდივართ ამ ადგილებში, თუმცა ალბათ ბევრს არც ახსენდება რა ხდებოდა აქ 13 ივნისის ღამეს. განსაკუთრებით, ეს დეველოპერებს ავიწყდებათ, რომელთა ნაწილი, მერიას სასამართლოშიც კი უჩივის იმის გამო, რომ ვარაზისხევის მიდამოებში მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ. ნებართვები სტიქიის შემდეგ, უამრავი გაიცა. ახლა ვარაზისხევი, რომელიც წყლით იყო დაფარული ასე გამოიყურება.

 

გივი სვანიძის ქუჩა და ბეტონის სადინარს, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისს ვერ გაატარა მდინარე ვერეს ხეობაში მოვარდნილი ღვარცოფი.

მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა. 1972 წელს ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც. ასე რომ 13 ივნისით ტრაგედიების ჯაჭვი არ წყდება.

სიგნალი, რომელიც ბუნებამ რამდენჯერმე მოგვცა, საკმარისი არ აღმოჩნდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები