ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს „Kobuleti Fest 2019” უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 13 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები Beka, Chiki, Toke. ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და „Goofy Land” იზრუნებენ. გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების ჩვენება პარკის ამფითეატრში. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.
14:00 – 17:30 – Beka
17:30 – 21:00 – Chiki
21:00 – 22:00 – Melomaniakk
22:00 – 23:00 – Goofy Land
23:00 – 03:00 – Toke
14:00 – 18:00 ფრანების შოუ
14:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი ღონისძიებები
20:00 – მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში21:00ცეცხლოვანი შოუ
21:30 – კოცონი
23:00 – ფოიერვერკი
ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.