LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივლისს, ორბელიანის მოედანზე სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

918
BeFunky-collage - 2023-07-12T223829.359

13 ივლისს, ორბელიანის მოედანზე სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „შვიდკაცა“, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზი რამიშვილი – ჩელო, ლუკა თოფურია – ფორტეპიანო, ლევან დეისაძე – ბასი
ზაზა ცერცვაძე – დრამი, ლაშა დეისაძე – გიტარა, თემურიკო დიასამიძე – DJ
ამიკო ნინუა – MC / რეპერი.

საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან – ლია სტურუა და რუსუდან ფეტვიაშვილი.

პროგრამა წარმოდგენილი იქნება 2 ნაწილად, პირველ განყოფილებაში შესრულდება დიდი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ხოლო მეორე განყოფილება დაეთმობა ახალი თაობის მუსიკოსების მიერ ჯაზის, ელექტრონული და კლასიკური მუსიკის სინთეზით შექმნილ პროექტს „მზემ სიყვარულს ბგერა უსურვა“.

დასაწყისი: 20:30 სთ. / დასწრება თავისუფალია

პროექტის ინიციატორი – საქართველოს ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის ცენტრი.
მხარდამჭერები – თბილისის საკრებულო და მერია.