LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივლისს დედაენის ბაღში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

51

დღეს, 13 ივლისს, საღამოს შვიდ საათზე, დედაენის ბაღში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იმავე ბახალას მხარდასაჭერ აქციაზე მისი მეგობრები და გულშემატკივრები მოიყრიან თავს. ისინი ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი 5 თვის წინ დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით. მისი ახლობლები ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა. მსახიობს ბრალი განსაკუთღებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის აქვს წაყენებული, სასჯელის ზომად კი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

როგორც მსახიობის მხარდასაჭერ პეტიციაშია ნათქვამი, მის საქმეშიც, ბოლო პერიოდის „ჩადების“ გახმაურებული ფაქტების მსგავსად, მოწმეები მხოლოდ პოლციიელები არიან. ბახალა, ამავე განცხადების მიხედვით, დაკავების მომენტში გადაიყვანეს და გაჩხრიკეს ბნელ, უკამერო ადგილას და მისი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ჩხრეკას არავინ დაასწრეს. ბახალას აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტის საშუალება. ცნობილი სახე გამოძიების მხრიდან მასზე პერმანენტული ზეწოლის შესახებ მიუთითებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები