სირიის ქალაქ ალეპოში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, 13 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა.
ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ნგრევის მიზეზი შენობის საძირკველში წყლის გაჟონვაა.