LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

123456 – მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პაროლია

82
65eaa328b7d9754a

ტექნოლოგიური კომპანია NordPass დაინტერესდა, თუ რომელი პაროლები იყო წელს ყველაზე პოპულარული და შესაბამისი ანგარიშიც შეადგინა. აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმრავლესობა დიდი ფანტაზიით ნამდვილად არ გამოირჩევა და პირადი მონაცემების დასაცავად საკმაოდ მარტივ კომბინაციებს იყენებს.

ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტ-მომხმარებლებს ურჩევნიათ უმარტივესი პაროლები შექმნან, მაგალითად ისეთი როგორიცაა – საკუთარი სახელი, ავტომობილის მოდელი, სპორტული გუნდის დასახელება, შინაური ცხოველის სახელი თუ შვილების დაბადების თარიღები. სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ტენდენცია იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები პოტენციურ რისკებს კარგად ვერ იაზრებენ.

ყველაზე პოპულარულ პაროლთა სიაში წლევანდელი ლიდერი – „123456“ გახდა. ამ მარტივ კომბინაციას 104 მილიონამდე მომხმარებელი იყენებს. მეორე ადგილზეა პაროლი – „ 123456789“, ხოლო ლიდერთა სამეულს „12345“ ასრულებს. მოკლედ რომ ვთქვათ, პოპულარულთა ათეულში მოხვედრილი პაროლების გასატეხად მოყვარულ ჰაკერსაც 1 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.

იტალიაში ყველაზე პოპულარულ პაროლებში იუვენტუსი და ნაპოლი არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები