სართიჭალა – გომბორის საგუშაგოსთან ცეცხლი საწვავით დატვირთულ ავტომანქანას გაუჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა 1200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ავტომანქანა აფეთქებას გადაურჩა, ხანძარი კი უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.