LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 წლის ანის საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი წარუდგინეს“ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“

364
ing (2)

17 მარტს, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

„დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება“ – ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს“.

„დღეს, 17 ოქტომბერს, დიდ დიღომში 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში, საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), ბრალი წარედგინა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – წერია „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

? 12 წლის ანის საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს

? „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის…

Posted by Rights Georgia / უფლებები საქართველო on სამშაბათი, 17 ოქტომბერი, 2023

 

 

შეგახსენებთ, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო, 17 მარტს გამთენიისას გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან საღამო საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა ბავშვის ძებნა დაიწყო. არასრულწლოვანი ბოლოს პეტრიწის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში საქანელაზე შენიშნეს. გამთენიისას კი მისი ცხედარი სკვერიდან მოშორებით აღმოაჩინეს. არაოფიციალური ცნობით, ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობოდა.

„6 შეცდომა თუ ერთ ღამეში დაუშვა, მაშინ რა გააკეთა?! სავარაუდოდ, ის ვიღაცას ხელს აფარებდა..“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა