Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა

108
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა განიხილეს.

როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით ვაქცინაცია, ე.წ ბუსტერ დოზით ვაქცინაციის გაგრძელება და სრული მოსახლეობის 70%-ის აცრა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, გეგმის ვერსია, რომელიც ვაქცინაციის საბჭოზე განიხილეს, მიყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის საერთო მოსახლეობის 70%-ის აცრა ივლისის თვემდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის ის, რომ მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ზოგადად, საერთაშორისო ამოცანებს, თუმცა გასათვალისწინებელია არსებული სიტუაცია, ის ფონი და საჭიროებები, რომელიც “ომიკრონის” შემდეგ იქმნება, ამან შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, როგორც სამიზნესთან, ასევე დეტალებთან დაკავშირებით.” – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნებისთვის მომავალ წელსაც იგივეა, ეს არის მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ჯგუფები, ვისაც აქვს მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა.

“ასევე ვაკეთებთ აქცენტს „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობაზე, რადგან „ომიკრონის“ მიმდინარეობიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ „ბუსტერ“ დოზა ძალიან მნიშვნელოვანია.” – აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებით და გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში.

მისი თქმით, გეგმის მიხედვით, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინები გათვალისწინებულია.

„ბავშვთა ასაკის ვაქცინები გეგმით ასევე გათვალისწინებულია, 12 წლის ზემოთ უკვე ისედაც მიმდინარეობს, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მწარმოებლებთან წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, წამახალისებელი ღონისძიებები კვლავ მიმართული იქნება ასაკოვანი ადამიანებისთვის.