LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 სახლის ძარცვის ბრალდებით საფრანგეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

66
AADDFEAA-9A37-4672-A853-039970303D4D-cx0-cy4-cw0-w1200-r1

საფრანგეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქართველები ბოლო ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 12 სახლის ძარცვაზე არიან პასუხისმგებელი.

ჟანდარმერიამ დაკავებულთა ჩხრეკისას 8 ათასი ევროს ღირებულების ნაძარცვი ნივთები ამოიღო. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ბრალდებულებმა სახლები მაშინ გაქურდეს, როდესაც მეპატრონეები სადღესასწაულო შვებულებაში იმყოფებოდნენ.

ქართველები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. სასამართლო 11 მარტს არის ჩანიშნული.