LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 საინტერესო ქართული კომპანია, რომელიც პანდემიის პირობებში შეიქმნა

1131
269713763-624041662243293-1636337845618155052-n

მიუხედავად პანდემიისა, ამის გამო შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური გარემოსა და კრიზისისა, ქვეყანაში ახალი კომპანიები ჩნდებიან და იწყებენ ოპერირებას სხვადასხვა მიმართულებით. Fortuna.ge-მ გადაწყვიტა, რამდენიმე ის კომპანია შეეკრიბა, რომლებზეც 2020 და 2021 წლებში აქტიურად წერდა. აღნიშნულმა კომპანიებმა ოპერირება სწორედ პანდემიის პირობებში დაიწყეს და ხალხიც დაასაქმეს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 12 ახალ, ქართულ კომპანიას:

დღეს პესტო

„მიეცით ახალი გემო ცხოვრებას!“ – ეს მთავარი სლოგანია კომპანია „დღეს პესტო“-სი, რომელმაც ქართულ ბაზარზე საქმიანობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის პესტოს სთავაზობს. კომპანია იტალიაში მცხოვრებმა ნინა ქარაზანიშვილმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაარსა. ამჟამად, „დღეს პესტო“ 4 ტიპის პესტოს აწარმოებს, ესენია: ბაზილიკის პესტო პარმეზანით, ბაზილიკის პესტო ვეგანური, პესტო ნადუღით და ნიგვზით და პესტო ბადრიჯნით და ნიგვზით.

ქართული ჩაი Montea

ქართულ ბაზარზე 100% – ით ეკოლოგიურად სუფთა და სრულყოფილი ჩაი Montea, ანუ „ჩაისმთა“ გამოჩნდა. როგორც მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, Montea-ის ჩაის ყველა სახეობა ორგანულად სერთიფიცირებულია ევროკავშირის მიერ და მოყვანილია მხოლოდ ერთ ბაღში. Montea წარმოადგენს შპს GeoFlower-ის ბრენდს. აღსანიშნავია, რომ Montea-ის ჩაი იზრდება უსასუქოდ და დამუშავებულია ხელოვნური დანამატების, ემულგატორებისა და საღებავების გარეშე.

„კომბუჩა“

„საპატრნიორო ფონდის“ „სტარტაპ საქართველოს“ და USAID „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში, ფუნქციონირება დაიწყო ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩამ“, რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს. „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა.

შოკოლადის კარაქი ვეგანური

2020 წელის 7 ივლისს გამოჩნდა ბრენდი „ვეგანური“ ქართულ ბაზარზე. ამჟამად, ბრენდის ქვეშ იწარმოება 3 სხვადასხვა სახის ქართული შოკოლადის კარაქი. პირველი არის შოკოლადის კარაქი ქართული თხილით, შემდეგ შოკოლადის კარაქი ქოქოსით და დარიჩინით და ბოლოს- კარაქი ნუშის არომატით.

ქართბოლი

ასევე პანდემიის პერიოდში, ბაზარზე ახალი ქართული კომპანია „ქართბოლი“ გამოჩნდა, რომელიც დელიკატესების მწარმოებელია. კომპანია ექსპერიმენტებს არასდროს ერიდება და მომხმარებელს სხვადასხვა უნიკალურ  გემოებს სთავაზობს. „ქართბოლი” მომხმარებელს სთავაზობს ბარბექიუ მეთოდით შეშაზე შებოლილი ხორცის დელიკატესებს. ამ ეტაპზე, კომპანია ასორტიმენტში აქვს 5 დასახელების პროდუქცია: შებოლილი საქონლის ანტრეკოტი, შებოლილი ღორის ნეკნები, შებოლილი ღორის ჩალაღაჯი, შებოლილი ღორის ბეკონი, შებოლილი ქათმის ფილე.

კლინიკა „პერ ტე“

ეს არის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც ზრუნავს თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. აღსანიშნავია, რომ „პერ ტე“ პანდემიის პერიოდში, 2021 წელს დაარსდა. კლინიკა შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: კოსმეტოლოგია, ლაზერო-თერაპია და მასაჟი (სარელაქსაციო, სამკურნალო, საკორექციო და ა.შ.). ამასთან, „პერ ტეს“ აქვს ე.წ სილამაზის ოთახი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ წამწამების დაგრძელება, ლამინირება, ვიზაჟი და ა.შ

მულტი

ვაკის რაიონში, ვაკის პარკის მიმდებარედ (ჭავჭავაძის 74/76) ინოვაციურმა სავაჭრო სივრცემ „მულტიმ“ ფუნქციონირება წელს დაიწყო. ახალი კონცეფციის სავაჭრო სივრცე აერთიანებს როგორც სასურსათო, ისე საყოფაცხოვრებო ქიმია-ჰიგიენის, ფარმაციის, საკანცელარიო, აქსესუარებისა და წიგნების, საბავშვო სათამაშოებისა და სამეურნეო პროდუქციის მაღაზიებს.

„მულტი“ წარმოადგენს ინოვაციური კონცეფციის სავაჭრო სივრცეს, რომელიც დაფუძნებულია ერთი სალაროს პრინციპზე. სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია ერთ სივრცეში, ერთი სალაროს პრინციპით შეგიძლიათ შეიძინოთ. „მულტის“ უნიკალურობის კიდევ ერთი დასტური ე. წ. ვალეტ სერვისია, რომელიც მანქანის პარკირების პრობლემას სრულად აგვარებს. ამ მომსახურების ფარგლებში დატოვებთ მანქანის გასაღებს, მშვიდად შეიძენთ საყიდლებს „მულტიში“ და სავაჭრო სივრციდან გამოსვლამდე დისტანციური სასიგნალო ღილაკის საშუალებით მიანიშნებთ, რომ გასვლას აპირებთ. შედეგად, გასვლისას ავტომობილი გასასვლელ კართან დაგხვდებათ.

ზუზუმბო რეზორტი და სპა

თელავში, პანდემიის დროს გახსნილი სასტუმრო “ზუზუმბო რეზორტი და სპა” აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და ქვეყანაში ტურიზმის, მათ შორის, შიდა ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. თელავის ისტორიულ უბანში სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ 2020 წლის აგვისტოსდან ფუნქციონირებს. ის 30 მილიონიანი ინვესტიციით აშენდა და 20 000 კვადრატულ მეტრამდე სივრცეს აერთიანებს. მიმდებარედ გაშენებულია 6 ჰექტრამდე ფიჭვნარის ტყე. კომპლექსი მოიცავს აუზებს, გასართობ ცენტრებს, სხვადასხვა ტიპის რესტორანს, სასტუმროს მთავარ კორპუსის გარდა, კომპლესი მოიცავს ფიჭვნარში განთავსებულ 9 კოტეჯს.

დეველოპერული კომპანია „რებილდ ჯგუფი“

კომპანიამ ოპერირება პანდემიუმ პირობებში დაიწყო და 2 მიმდინარე პროექტი აქვს: დიდი დიღომის „რებილდ დიღომი“ და ასევე, თემქის „რებილდ თემქის“ პროექტები. თემქის პროექტი უკვე კულმინაციურ მომენტშია და იქ ფასადური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დიდ დიღომს, დასრულებულია უკვე კონსტრუქციული სამუშაოები და ამჟამად, მიმდინარეობს ტიხრების გაკეთება.

VILI

VILI ქართული ონლაინ ჰიპერმარკეტია და მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქტის შეძენას სთავაზობს. VILI-ს შექმნის იდეა პანდემიას და ონლაინ სერვისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. VILI-ს თანამედროვე სტანდარტების საწყობი 800 კვ.მ სივრცეს მოიცავს, სადაც შესაძლებელია როგორც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა, ასევე სხვა სურსათისა და საყოფაცხოვრებო საქონელის.

კარატი

პანდემიის პირობებში, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელიც ფალსიფიცირებული ოქროს შესყიდვისგან დაგიცავთ. „კარატში“ გაქვთ შესაძლებლობა, გაყიდოთ ძვირფასი ლითონები: ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პალადიუმი ყველაზე ხელსაყრელ ფასად, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო ბაზარზე არსებული ლითონის კურსის მიხედვით. ამასთან, შეამოწმოთ ძვირფასი ლითონი ობიექტურ ექსპერტთან 99,8%-იანი სიზუსტით, ყველაზე ზუსტი მაქანიზმის – XRF (რენტგენის ფლუორესცენტის) ანალიზატორის გამოყენებით, რომელიც არ აზიანებს ლითონს და მიიღოთ შეფასების დამადასტურებელი საბუთი.

EKOSI

EKOSI-მ საქმიანობა 2020 წელს დაიწყო და მისი დამფუძნებელი, ქართველი ხელოვანი, ანსამბლ „რუსთავი”-ს მსახიობ-მოცეკვავე ეკა მოდებაძეა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი აბობს,  EKOSI აწარმოებს ძალიან ლამაზ და უცხო მაგიდის გადასაფარებლებს, ასევე  საწოლის გადასაფარებლებს, ფარდებს, ხალათებს, პირსახოცებსა და სხვა პროდუქციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები