LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 მთავარი ავტომობილი 80-იანებიდან

102

1980-იან წლები ავანგარდული ვარცხნილობებისა და გამახნევებელი მუსიკის ეპოქა იყო. არც საავტომობილო ინდუსტრიისთვის ჩაუვლია ამ წლებს უკვალოდ – არენაზე ყველაზე თამამი ფორმები, კონსტრუქციები და ძრავები გამოვიდა. 80-იანებში მსოფლიოს ათობით მოდელი შეემატა, რომლებიც დღემდე აქტიურად გადაადგილდებიან.

Lamborghini Countach

Countach იტალიური სიტყვაა და ღვთიურობის უმაღლეს საფეხურს ნიშნავს. Lamborghini Countach-ის სილუეტი წამიერად მილიონობით ადამიანის ოცნება გახდა. სუპერსწრაფი ავტომობილი მარჩელო განდინიმ დააპროექტა და მთელი ათწლეულის სუპერქარების მეფე გახდა.

DeLorean DMC-12

DeLorean DMC-12-ის ისტორია ძალიან მოკლეა, თუმცა სავსეა ინტრიგებით. კარი-ფრთები, ტყავი და უჟანგავი ფოლადი – DeLorean DMC-12 მსოფლიოსთვის ნამდვილი აღმოცენა გახდა, თუმცა ასეთ პოპულარობას საკულტო ფილმს ”უკან მომავალში” უნდა უმადლოდეს.

 

Ferrari Testarossa

ყველა ბიჭუნასთვის კარგად ნაცნობი Testarossa სამუდამოდ შევიდა ავტოდიზაინის დიდების დარბაზში. დღეს კოლექციონერებს მასზე ნადირობა აქვთ და იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე გამოშვებისას.

Buick Grand National

მას შემდეგ რაც 80-იანი წლების საავტომობილო ეპოქის სავიზიტო ბარათი ეკონომიურობა გახდა Buick Grand National-მა მყიდველებს რაღაც სხვა შესთავაზა. ის თითქოს მასელქარების ეპოქიდან მოვიდა – V6 ტურბირებული ძრავით, რომელიც 245 ცხენის ძალას ავითარებდა და Buick Grand National-ს მუსტანგების გვერდით აყენებდა.

Volkswagen Golf GTI

ავტომობილის ეკონომ კლასის მაჩვენებელი ისე ძლიერად მიეკერა Golf-ს, რომ GTI-ის პირველი ვერსია ბევრ ადამიანს მოსაწყენი ჰეთჩბეკის გაცოცხლების ამაო მცდელობა ეგონა. თუმცა, ავტომობილმა შეძლო ავტომოყვარულების გულის მოგება და საფუძველი ჩაუყარა “ცხელი” ჰეთჩბეკების კლასს.

Lotus Esprit

არც ისე დიდი სუპერქარი ბრიტანეთიდან უფრო მსხვილი „ძმების” მინდორზე გამოვიდა მაშინ, როდესაც მოკრძალებულ, ოთხ ცილინდრიან ძრავს ფლობდა. Lotus Esprit ეპოქის საკულტო ავტომობილი გახდა, რომელიც იტალიური სუპერქარების იაფ და მინიატურულ ვერსიას წარმოადგენდა.

Toyota MR2

Toyota MR2-ის სპორტული სტილი ძრავის შუა მდებარეობითა  და ოთხი ცილინდრით, იაპონიის მიღმა არნახული წარმატების მიზეზი გახდა. იაპონელი ინჟინრების აშკარა წარმატება მთელს მსოფლიოში დააფასეს და დღემდე Toyota MR2 მთელი მსოფლიოს გზებზე გადაადგილდება.

BMW E30 M3

პატარა და მძლავრი ავტომობილი 90-იანების ნამდვილი აღმოჩენა გახდა და ეს მაღალეფექტური სპორტული კუპე ამ ჟანრში გერმანული კონცერნის პირველი მცდელობა იყო.

Isuzu Trooper

კუთხოვანი Isuzu Trooper საოჯახო ყველგანმავლების კლასის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელსაც პირველ რიგში მისი ტევადობის და არა გამავლობის მიხედვით ყიდულობდნენ.

Chrysler Town & Country

80-იანმა წლებმა მძღოლებს ბევრი ცხენის ძალა, ეგზოტიკური კონსტრუქცია და სპორტული ავტომობილი მისცა, თუმცა ამავე ეპოქას ეკუთვნის მინივენებიც – ტევადი ავტომობილები, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობდნენ. Town & Country-ს სავარძლების სამი რიგი ჰქონდა, იტევდა ყველაზე დიდი ოჯახსაც კი და რეკორდული რაოდენობის – 12 000 000 მოდელის გაყიდვა შეძლო.

Porsche 930

განიერი და ძალიან მძლავრი 911 80-იან წლებში „ქალების დამაქვრივებელად” მოიხსენიებოდა. თუმცა, ამან ხელი ვერ შეუშალა იმას, რომ ბაზარზე კიდევ ერთი მხეცი გამოეშვათ, საუბარია Porsche 930-ზე.

 

Pontiac Firebird Trans Am

გზების რაინდი Pontiac Firebird Trans Am ამერიკული ოცნების სიმბოლოდ იქცა. ავტომობილის მძლავრი სილუეტი მალევე მთელს მსოფლიოში ცნობადი გახდა – მას იღებდნენ კინოში და მისით მონაწილეობდნენ რბოლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები