LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 მაისის „შავი პარასკევის” შემდეგ კლუბები გახსნას 27 მაისს აღნიშნავენ

68

თბილისში მოქმედი კლუბების წარმომადგენლებმა 27 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ერთობლივი განცხადება „თავისუფლების მოედანზე“ გააკეთეს. მათი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში კლუბი „ბასიანი“ პოლიტიკური მძევალი იყო, აქციის თავდაპირველი მოთხოვნა კლუბ „ბასიანის“ გახსნა, უკვე შესრულებულია და 27 მაისს ისინი ამ გამარჯვებას აღნიშნავენ.

„თბილისის რეივ-აქცია საკლუბო სცენისა და საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაციაა, 27 მაისს BASSIANI, HOROOM, SPACEHALL-ის კარი ყველასთვის ღიაა, „ევროპის მოედნის“ ნაცვლად ვბრუნდებით სახლში.

12 მაისის „შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა, თუმცა ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, თბილისის საკლუბო სცენამ, რომელმაც ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა.

27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ,” – განაცხადეს კლუბების წარმომადგენლებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები