LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 კაცი მსოფლიოსთვის: ზუროსმა გადახალისებული შემადგენლობა ჩამოთვალა

21

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის შერჩეული 12 მოთამაშის ვინაობა ცნობილია.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის კალათბურთელები დაასახელა, ეროვნული გუნდის ღირსებას დაცავს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უახლოეს ორ შეხვედრაში.

 

ილიას ზუროსმა არჩევანი შემდეგ კალათბურთელებზე შეაჩერა:

მანუჩარ მარკოიშვილი (“რეჯანა”, იტალია)
მაიკლ დიქსონი (“სტრასბური”, საფრანგეთი)
გოგა ბითაძე (“მეგა ბიმაქსი”, სერბეთი)
ნიკა ცქიტიშვილი (უგუნდოდ)
მერაბ ბოქოლიშვილი („ოლიმპი“)
ლევან ფაცაცია („დინამო“)
აკაკი დვალიშვილი („ქუთაისი“)
რევაზ როგავა („ოლიმპი“)
მიხეილ ბერიშვილი („დინამო“)
ანატოლი ბოისა („კაკტუსი“)
ბექა ბექაური („ქუთაისი)
ნიკა დარბაიძე („ოლიმპი“)

როგორც ხედავთ, ნაკრებში ბევრი ახალი სახეა. მიზეზი რამდენიმეა. ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ცინცაძე და სანაძე, ევროლიგა არ უშვებს შენგელიას და შერმადინს, სანიკიძემ გაუთავებელი ტრავმების გამო თამაში დაასრულა, ხოლო კაპიტანი ფაჩულია ნაკრებს დაემშვიდობა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს 24 ნოემბერს გერმანიაში მატჩით გახსნის, რასაც 27 ნოემბერს სერბეთთან დაპირისპირება მოყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები