ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეირაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში თავდამსხმელის განეიტრალების მიზნით, პოლიციის და არმიის ერთობლივი ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
ქალაქ ნახონ რატჩასიმაში, სამხედრო მოსამსახურეს სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე 21 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავმდამსხმელი ქვეყნის არმიაში სნაიპერად მსახურობს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სროლას „ფეისბუქში“ პირდაპირ რეჟიმში გადასცემდა, თუმცა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ გვერდი მალევე დაბლოკა.
სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.
BREAKING: Heavy gunfire erupts at shopping mall in Thai city of Nakhon Ratchasima; reports of 'many' dead https://t.co/mtQRGR0iid
— BNO News (@BNONews) February 8, 2020