LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“12 აქცია ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად” – თემურ ჭყონია კანონპროექტის გაწვევის საკითხზე

222
თემურ ჭყონია (2)

12 აქცია ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად – ასე ეხმაურება ბიზნესმენი თემურ ჭყონია ე.წ. “გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტების გაწვევის საკითხს და ახალგაზრდებს მიმართავს. როგორც ჭყონია BM.GE-სთან აცხადებს, ახლა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში, აუცილებელია, ახალგაზრდების პერმანენტული ჩართულობა, რაც 12 დღის განმავლობაში თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ერთდღიან აქციებს მოიცავს.

“ახლა უნდა იყოს ახალგაზრდების პერმანენტული ჩართვა, რომ 12 პუნქტის გარშემო იყოს განხილვა ზუსტად ასეთივე მოთხოვნებით და ფორმით, როგორი შედეგიც ახლა გვქონდა. ჩვენ დავანახეთ, რომ შეგვიძლია 12 პუნქტის შესრულება მოვითხოვოთ, რომ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას სჭირდება. ეს უნდა იყოს მოთხოვნა. ახალგაზრდები დარწმუნებულები არიან, რომ მათი მოქმედებით შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი – საზოგადოების მიდგომები, არა ვინმეს ჯიბრზე, არამედ რეალური სურათი შეიძლება დახატონ. რეალური სურათია, რომ 12 პუნქტის გარშემო 12 დღე შევიკრიბოთ – 1 დღეს ერთი პუნქტის გარშემო, მეორე დღეს მეორე პუნქტის გარშემო და 12 აქცია გვჭირდება, რომ მთავრობას კი არ ვაიძულოთ, არამედ ხელი შევუწყოთ, ამ 12 პუნქტის მიღებაში. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი მოწადინებულია 12 პუნქტის შესრულებაში”, – განაცხადა ჭყონიამ.

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ ევროკავშირი დაინახავს ხალხის ნებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების სწრაფვისკენ, სტატუსი შეიძლება იმაზე მალე მივიღოთ, ვიდრე გვგონია.

“31 წელია სულ ამ უცხოური კომპანიების ტრენინგებზე დავდივარ და ვიცი, რომ 10 პუნქტიც, რომ შესრულდეს და 2 პუნქტი შეუსრულებელი დარჩეს, თუ დაინახავენ ევროპარლამენტარები, რომ ხალხის მოთხოვნილებას მთავრობა მიჰყვება და ვერ ასწრებენ დროში, მაინც მიგვიღებენ. 10 პუნქტითაც მიგვიღებენ, თუ დაინახავენ რომ ამას ხალხი ითხოვს. სტატუსს იღებს ქვეყანა და ხალხი. აღფრთოვანებულები არიან ახლა ჩვენი ახალგაზრდობით, მიტინგებით იმ არაჩვეულებრივი ქალბატონით, რომელიც ევროკავშირის დროშით, ის იყო მოდელი, რომ ქვეყნის სურვილია, რისთვისაც ვიბრძვით.

ჩვენ უნდა დავდოთ სიტყვა, რომ ამ 12 პუნქტს სექტემბრამდე შევასრულებთ და შემდეგ მე-13 მიტინგზე უნდა გამოვიდეთ ათასობით ადამიანი და ვუპატაკოთ ევროკავშირს, რომ ჩვენ მთავრობას შევასრულებინეთ 12 პუნქტი და ახლა გთხოვთ მიგვიღოთ. ეს არ უნდა იყოს ჯიბრით. ჩვენ არავის ვებრძვით, ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით და არა ვინმეს წინააღმდეგ”, – განაცხადა ბიზნესმენმა.

 

წყარო: BM.GE