ეჭვები, იმედგაცრუება, ჰარმონია, ქაოსი და გაურკვევლობა პირად ცხოვრებაში.
გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
თამამად შეიძლება თქვენს პირად ცხოვრებას გიჟური და ქაოსური ეწოდოს. გაურკვეველ მდგომარეობაში ხართ, საიდანაც თავის დაღწევა გსურთ. ეცადეთ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოთ.
კურო
გადამწყვეტი მომენტი დგება თქვენს პირად ცხოვრებაში. გაუმკლავდით შიშებს და კომპლექსებს. თუ დაინტერესებულ ადამიანთან არ გაიხსნებით და თქვენს სამყაროში არ შეახედებთ, ურთიერთობას მალე დაასრულებთ.
ტყუპები
მარტოხელა ტყუპებს იმ კვირაში ურთიერთობის დაწყების შანსი ექნებათ. თქვენი კომუნიკაბელურობა ამ პროცესში დაგეხმარებათ. თუმცა, გაუფრთხილდით ყველა სიტყვას და ქმედებას.
კირჩხიბი
ემოციების გაკონტროლებას ცდილობთ, თუმცა არ გამოგდით, რადგან საყვარელ ადამიანთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. სასურველია მშვიდად, ხმაურის გარეშე დალაპარაკება. თუ სიმშვიდე გსურთ, დაივიწყეთ სიუხეშე.
ლომი
თქვენს ურთიერთობაში გაურკვევლობა და დაპირისპირებაა, რაც გამოწვეულია ერთი მხარის სიხისტითა და სიჯიუტით. იმედგაცრუებას იგრძნობთ, რადგან ურთიერთობაში რომანტიკას ვეღარ გრძნობთ. თქვენ გაქვთ ძლიერი უნარი, ეს მდგომარეობა შეცვალოთ.
ქალწული
პრობლემები, რომლებიც მოგვარებულად მიგაჩნდათ, კვლავ იჩენს თავს. მოზღვავებული ემოციების ფონზე, ეცადეთ სწორი კომუნიკაცია დაამყაროთ. გაუფრთხილდით სიტყვებს. კომპრომისზე წასვლა ჰარმონიას და სიმშვიდეს მოგიტანთ.
სასწორი
შესაძლოა, იფიქროთ რომ თქვენი მეორე ნახევარი გამიზნულად გაღიზიანებთ და მტკივნეულ საკითხებზე თითს გაჭერთ. ამ აზრში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. მოთმინება გამოიჩინეთ და ისე დაელაპარაკეთ.
მორიელი
ის კვირა ბევრი რამის განმსაზღვრელი და საკმაოდ ემოციური იქნება თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში. თუ დაინტერესებულ ადამიანთან ჯერ გრძნობებზე არ გისაუბრიათ, გამოიყენეთ ის კვირა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით.
მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანთან რთული დილემის წინაშე დგახართ. პრობლემის მოგვარებას ჯობია, აკუმულირებული ემოციები გამოუშვათ და ამოისუნთქოთ. თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობას დიპლომატიური მიდგომები ვიტალურად სჭირდება.
თხის რქა
ეჭვები გაწუხებთ და უამრავი კითხვა გებადებათ. საბედნიეროდ, რთულ სიტუაციაში კონტროლს არ კარგავთ. გონიერებისა და მოთმინების წყალობით, ჩიხში შესული ურთიერთობის გამოყვანას შეძლებთ.
მერწყული
არასწორი კომუნიკაციის შედეგად, შესაძლოა საერთოდ დაკარგოთ სასურველ ადამიანთან ურთიერთობის პერსპექტივა. ნუ გამოაჩენთ საკუთარ თავს იმაზე მეტად, ვიდრე რეალურად ხართ. ხოლო, თუ უკვე გყავთ პარტნიორი, გაუფრთხილდით მის გრძნობებს.
თევზები
შესაძლოა მეორე ნახევარმა დაუფიქრებლად ისეთი რამ გითხრათ, რაც გულს გატკენთ. დაძაბულობას კარიერული კუთხით არსებული გაუგებრობებიც დაემატება. დროებით თავი აარიდეთ პარტნიორთად საუბარს.