LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-18 დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

29

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ეს კვირა საინტერესო იქნება რამდენიმე შემოთავაზებით, რაც პაემანს უკავშირდება. შესაძლებელია მეგობარმა ან ნათესავმა წვეულებაზე დაგპატიჟოთ, საიდანაც მოვლენები მოულოდნელად განვითარდება. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მისგან ექსპერიმენტებს ელოდეთ.

კურო

ამ კვირაში, თქვენი პარტნიორი ფინანსური საკითხების მოგვარებას დიდ დროს დაუთმობს, რაც თქვენ ძალიან გესიამოვნებათ. კვირის ბოლოს, შესაძლოა, საიდუმლო შეხვედრები გქონდეთ. თუ რამეს გეგმავთ, ეცადეთ ამ კვირაში განახორციელოთ.

ტყუპები 

სოციალური აქტივობებით დატვირთული კვირა გელით. თუ მარტო არ ხართ, საერთო მისწაფებების გათვალისწინებით, პარტნიორთან ერთად ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ და ჯერ გრძნობებს არ ამხელთ, ამ კვირაში უყოყმანოთ გათამამდით.

კირჩხიბი

ამ კვირაში რომანტიკულ განწყობაზე არ იქნებით, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. განმარტოება და ყველასთან კონტაქტის გაწყვეტა გსურთ, თუმცა ეს დროებითია. კვირის ბოლოს ნეგატიურ ემოციებს გადახარშავთ და ძველ კალაპოტს დაუბრუნდებით.

ლომი

ამ კვირაში მოსაწყენი პირადი ცხოვრება გექნებათ. მიუხედავად სხვადასხვა აქტივობებისა, მაინც რაღაცის ნაკლებობას განიცდით. ეს რაღაც, შესაძლოა, უმნიშვნელო რამ იყოს. ამაზე პასუხი თავად მოძებნეთ და ეცადეთ შეცვალოთ.

ქალწული

საოჯახო საქმესთან დაკავშირებით საინტერესო და ამაღელვებელ ინფორმაციას გაიგებთ. შესაძლოა ეს სესხის დამკიცებას ან რამე სხვას უკავშირდებოდეს. ამ კვირაში ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ.

სასწორი

ეს კვირა სასიამოვნო მოულოდნელობების, სიურპრიზების კვირა იქნება. ორივე მხარე შეთანხმდებით, რომ სიყვარულს სხვადასხვა მასტიმულირებელი აქტივობები სჭირდება. ნუ მისცემთ ურთიერთობას მოდუნების საშუალებას.

მორიელი

ამ კვირიდან ფინანსური საკითხების წარმართვას  ერთობლივად შეუდგებით. გარდა ამისა, ბევრ ისეთ რამეს გააკეთებთ ერთად, რასაც ადრე დამოუკიდებლად ართმევდით თავს. მიუხედავად შიშებისა, თქვენი მოლოდინი დადებითად გამართლდება.

მშვილდოსანი

თუ გრძნობთ, რომ ემოციური მხარდაჭერა გაკლიათ, ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდით. ისაუბრეთ ღიად თქვენს ემოციებზე, შიშებზე და მოლოდინებზე. რაც უფრო მეტ გულწრფელობას გამოიჩენთ, მით უფრო უკეთ იგრძნობთ თავს.

თხის რქა

ამ კვირაში, პარტნიორისგან თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას განსაკუთრებულად იგრძნობთ. ფიტნესი, სწორი კვება, ემოციური მხარდაჭერა – ამ ყველაფერს მისგან თამამად ელოდეთ და ნუ დაუშლით ზედმეტ მზრუნველობას.

მერწყული

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ და ჯერ სტატუსსა და გრძნობებზე არ საუბრობთ, ამ ყველაფერს პარტნიორი საკუთარ თავზე აიღებს. მისგან ეს სითამამე ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენება, თუმცა გესიამოვნებათ. ასევე, ნაყოფიერი კვირა იქნება მარტო მყოფი მერწყულებისთვისაც.

თევზები

თქვენს დაძაბულ პირად ცხოვრებას ახლო ნათესავმა შესაძლოა დიდი შვება მოჰგვაროს. იგი ძალიან დროულ და ადეკვატურ რჩევას მოგცემთ, რომელსაც თუ გაითვალისწინებთ, ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი დარჩებით.