საქართველოში დღეიდან ვაქცინაციას კამპანია კიდევ უფრო ფართოვდება:
? დღეიდან “ფაიზერის” ვაქცინით აცრას შეძლებენ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები. მათი ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მშობლები მიიღებენ;
? ასევე დღეიდან, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ 18 წელზე უფროსი ასაკის ის მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა 6 თვის წინ გაიკეთეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით:
◼ მოქალაქეს, რომელიც აცრილია “სინოფარმის” და “სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს როგორც “სინოფარმის”, ასევე “სინოვაკის” ან “ფაიზერის” ვაქცინა;
◼ “ასტრაზენეკათი” ვაქცინირებული პირები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ “ფაიზერის” ვაქცინით;
◼ “ფაიზერით” აცრილებისთვის რეკომენდებულია ისევ “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენება;
◼ 60 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებიც “სინოფარმით” და “სინოვაკით” არიან აცრილი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალში.
შეგახსენებთ, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის აცრისა და ე.წ. “ბუსტერით” ვაქცინაციის გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ 9 ნოემბერს მიიღო.