LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-13 ივნისს საქართველოში შედარებით აგრილდება

92
shovi

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ 12-13 ივნისისთვის. დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი კვლავ შენარჩუნდება.

რაც სეეხება დედაქალაქს, თბილისში 11 ივნისამდე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუს ვარაუდობენ.