შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის იმედა მაკასარაშვილის თქმით, 117 000-ზე მეტი შესაცვლელი მართვის მოწმობიდან დაახლოებით, ნახევარი განახლებულია.
როგორც იმედა მაკასარაშვილმა “ავტორადიოს” ეთერში განაცხადა, მომსახურების სააგენტოს არ აქვს მონაცემები, დარჩენილი 50 000-დან რამდენი პირი იყენებს აქტიურად მართვის მოწმობას.
“გვაქვს მხოლოდ სტატისტიკა, რამდენიმა პირმა გამოცვალა. თუმცა 50 000-დან რამდენია აქტიური ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ზოგი შეიძლება წასულია საზღვარგარეთ, ზოგი გარდაცვლილი და ა.შ.”, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.
შეგახსენებთ, ძველი მართვის მოწმობის გამოცვლის მეორე ვადაც იწურება – 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობის განახლება მძღოლებმა მარტის ბოლომდე უნდა მოახერხონ.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას და მისი განახლება მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზეა შესაძლებელი.
განახლებისთვის მოქალაქეები, ბარათების დამზადების – 16 ლარს ჯანმრთელობის ცნობის საფასურს გადაიხდიან.