LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

117 ათასი მართვის მოწმობა იანვრიდან ძალას კარგავს: რა ღირს მათი განახლება

202

2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობები, 2018 წლის 1–ელი იანვრიდან ძალას კარგავს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ძალას კარგავს ასევე “ლურჯი” მართვის მოწმობების C, D და სხვა კატეგორიები.

2006 წლის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობები, (A და B კატეგორიის გარდა) 2018 წლის 1–ელ სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს.

ვადაგასული მართვის მოწმობების განახლება ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ხდება.

განახლებისთვის მოქალაქეები, ბარათების დამზადების საფასურს – 16 ლარს გადაიხდიან.

“ძველი მართვის მოწმობების განახლება ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ხდება, რაც შეეხება ლურჯ მართვის მოწმობებს B კატეგორიას მას ვადა 2028 წლამდე აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ძველი მართვის მოწმობა მოქალაქეს დაკარგული აქვს, ბარათის დამზადების საფასურთან ერთად, ის აღდგენის ფასსაც იხდის”, – განუცხადეს “ფორტუნას” მომსახურების სააგენტოში.

მართვის მოწმობის განახლება შსს-ს მომსახურების სააგენტოში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

“აუცილებელი არ არის დაელოდონ ძალის დაკარგვას, შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ და განაახლონ. რა დღესაც შეცვლიან, იმ დღიდან 15 წლის ვადით მიეცემათ მართვის მოწმობა”, – განმარტეს მომსახურების სააგენტოში.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა თუ რამდენ მართვის მოწმობას გასდის ვადა 2018 წლის 1 იანვრისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შესაბამისი მონაცემები გამოითხოვა.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 1 აპრილამდე 117 346 მართვის მოწმობაა გაცემული. შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრისთვის ძალა ამდენივეს ეკარგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები