LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის გოგონა კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა და თან მილიონებიც იშოვა

50
Capture

ტეხასელმა გოგონამ თავისი ლიმონათის ბრენდი შექმნა და 11 წლის ასაკში კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა. პატარა მილიონერის ისტორია New York Post-მა გაავრცელა.

მიქაელა ულმერის თქმით, საკუთარ საქმეზე ის პირველად 4 წლის ასაკში დაფიქრდა. სწორედ მაშინ აჩუქა მას დიდმა ბებიამ თავისი სამზარეულოს წიგნი, სადაც სელის მარცვლისგან ლიმონათის დამზადების რეცეპტი ეწერა.

ულმერმა რეცეპტი გააუმჯობესა, შაქრის რაოდენობა შეამცირა, დაამატა თაფლი და ლიმონათის გაყიდვა სახლის წინ დაიწყო. თაფლის დამატების გადაწყვეტილება გოგონას შემთხვევის არ მიუღია. ლიმონათის წარმოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მას ფუტკარმა უკბინა და დედამ ამ მწერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უამბო. ისიც უთხრა, რომ მათი გაქრობა ბუნებაზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა.

მაშინ მიქაელამ გადაწყვიტა, რომ არამხოლოდ ფულის შოვნა სურდა, არამედ ფუტკრების დაცვა და მათი პოპულაციის გადარჩენა. თავის კომპანიას გოგონამ „მე და ფუტკრები“ დაარქვა. 2016 წელს მან დიდ სავაჭრო ქსელთან გააფორმა კონტრაქტი და მათგან 11 მილიონი დოლარის შეკვეთა მიიღო. თანხის ნაწილი თინეიჯერმა ფუტკრების გადარჩენით დაკავებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები