LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბუღალტერს, რომელმაც სკოლის ბიუჯეტიდან 142 629 ლარი მიითვისა და აზარტულ თამაშებსა და გასართობ ობიექტებში გამოიყენა

594
bugalteriskola

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისთვის საქართველოს პროკურატურამ დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები