LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 რჩევა, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას წამლების გარეშე – გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

707
გიორგი-ღოღობერიძე

უნდა მივიღოთ თუ არა ყოველდღიურად წნევის მარეგულირებელი ან დამწევი პრეპარატები –  ამ თემზე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“, გადაცემის წამყვანმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა.

ღოღობერიძე 11 გზაზე საუბრობს, როგორ დავწიოთ მაღალი წნევა მედიკამენტების გარეშე:

სხეულის წონის კლება არის პირველი პირობა. ჭარბი წონა ყველაზე ხშირად არის მიზეზი მაღალი არტერიული წნევის. თუ სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მაღალია, წნევის პრობლემები აუცილებლად შეიქმნება. ერთი კილოგრამი წონის კლებაც კი, ერთი ერთეულით წნევის კლებას უზრუნველყოფს.

მეორე, ეს არის ნატრიუმის ქლორიდის შეზღუდვა ყოველდღიურობაში. შეგიძლია ყველა წამალი გადაყარო და ეს რჩევა გულდასმით შეასრულო. ნატრიუმის ქლორიდის არანორმალური დოზებით მოხმარება არის სახიფათო. არა უმეტეს ერთი ჩაის კოვზი მარილი, ეს უნდა გახდეს დღიური ნორმა.

მესამე რჩევა არის, მიიღოთ კალიუმით მდიდარი საკვები. ეს გახლავთ მაგალითად ბანანი, ბროკოლი, ისპანახი, სოკო, კარტოფილი.

მეოთხე, ეს გახლავთ ფიზიკური აქტივობა, თუ დღეში ეს აქტივობა იქნება მინიმუმ ნახევარი საათი, შენ აუცილებლად დაწევ წნევას.

მეხუთე, გახლავთ ალკოჰოლის მიღების შემცირება.

მეექვსე, აუცილებლად გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა რაციონში.

თუ ადამიანს აქვს თირკმლის არტერიის შევიწროება, ეს წამყვანი მიზეზია, არტერიული ჰიპერტენზიისა. ასევე თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე თირკმლის ზედა ჯირკვლის პათოლოგიები. ამიტომ ეს პათოლოგიები უნდა გამოირიცხოს.

მერვე, ეს არის მოერიდეთ სხვა მედიკამენტებს. განსაკუთრებით ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუ ამ მედიკამენტებს იღებთ, ისინი ასევე ზრდის წნევას, ამიტომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს.

მეცხრე არის ძილის აპნოე, რასაც საზოგადოება იცნობს ღამით ხვრინვის სახით. ამიტომ პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია.

დარიშხანი საკმაოდ ხშირი მიზეზი ხდება მაღალი არტერიული წნევის. როცა ადამიანის სხეულში დარიჩხანი დიდი რაოდენობით არის, ამას შეუძლია ადამიანი მიდრეკილი გახადოს მაღალი არტერიული წნევისკენ.

მეთერთმეტე, ეს არის სტრესი, რასაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ” – ამბობს ღოღობერიძე.

„რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლით სრულად დავამარცხეთ“ – გიორგი ღოღობერიძე კიდევ ერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას, ქოლესტერინს, ჭარბ წონას, დაბალ იმუნიტეტსა და გულის აჩქარებას მედიკამენტების გარეშე

ვიდეო: მე მოგიყვებით, როგორ გადავრჩი – გიორგი ღოღობერიძე ახალ გადაცემას იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები