დანიურმა ქალაქმა სილკებორგიმ საავტომობილო რბოლას Citroen DS3-ს უმასპინძლა. შეჯიბრი მასიური ავარიით დასრულდა, 16 მრბოლელიდან 11 მართვას ვერ გაუმკლავდა და მოსახვევში გზიდან გადაფრინდა.
პილოტები მე-6 წრეს ასრულებდნენ, როდესაც ძლიერი წვიმა დაიწყო და რთული მოსახვევის გავლა თითქმის შეუძლებელი გახადა. საქმე ისაა, რომ სპორტქარებმა წვიმის შესაბამისი საბურავების მორგება ვერ მოასწრეს და ამის გამო 11 პილოტი ავარიაში მოხვდა. ისინი ტრასიდან ერთმანეთის მიყოლებით გადაფრინდნენ და ღობეს შეასკდნენ. მასობრივ არეულობას მხოლოდ 5 მონაწილე გადაურჩა.