11 ივნისს “ოქროს ტალღაზე” მარკ მარტელი QUEEN-ის ჰიტებს შეასრულებს

94
59809260_2058489394250125_7919195755611422720_n

11 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ორგანიზებით, “ოქროს ტალღის” რიგით მეექვსე დაჯილდოება გაიმართება. წლევანდელი ღონისძიება ბრიტანულ ჯგუფს, Queen-ს ეძღვნება. ცერემონიის გალა-კონცერტის სპეციალური სტუმარი კანადელი მომღერალი, მარკ მარტელი იქნება, რომელიც ფართო საზოგადოებამ ლეგენდარული კოლექტივის ჰიტების შესრულებით გაიცნო.

სწორედ ამ მუსიკოსის ხმა ჟღერს 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კინოსურათში Bohemian Rhapsody. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა 2012 წელს პროექტისთვის Queen Extravaganza Tour ვოკალისტად მარკ მარტელი შეარჩიეს.

“ოქროს ტალღის” ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში სულ 15 ჯილდო გაიცემა. ღონისძიება ქართული სიმღერის პოპულარიზაციასა და ამ სფეროში ჩართული ადამიანების წახალისებას ისახავს მიზნად. დაჯილდოებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

 

ბექა ჯიქურაშვილი

 

popmusic.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები