LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

90

დედაქალაქში 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველომ მიმდინარე თვეს დედაქალაქში 110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში. ასევე შემოწმდა ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრები.

სააგენტოს ინფორმაციით, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს, 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტს, 1 აგრარულ ბაზარს.

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები