2022 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 11 376 და განქორწინების 6 629 შემთხვევა.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე ბევრი ქორწინება თბილისში 3 273 დაფიქსირდა, თბილისშივე დაფიქსირდა ყველაზე მეტი განქორწინება – 2288.
დაქორწინებულთა რიცხვით თბილისის შემდეგ იმერეთი ლიდერობს. იმერეთში 2022 წლის იანვარ-ივნისში 1854 ქორწინება დაფიქსირდა, ხოლო განქორწინებულთა რიცხვმა 1192-ს მიაღწია.
2022 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის მარტის ბოლოს.