ქვეყნის მასშტაბით, 108 სკოლა პირველი კლასელის გარეშე დარჩა – ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო ვებ-პორტალი EDU.ARIS.GE ავრცელებს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მათი ინფორმაციით, 2019 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, 2019-20 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებულია 53 506 ბავშვი, აქედან საჯარო სკოლებში – 47 563, შესაბამისად კერძო სკოლებში – 5 943.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არის 108 საჯარო სკოლა, სადაც 2019-20 სასწავლო წლისათვის არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. რეგიონებს შორის ამ კუთხით ლიდერობს მაღალმთიანი აჭარა. პირველკლასელების გარეშე დარჩა ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა, ამბროლაურის 6 საჯარო სკოლა. დუშეთის – 7 საჯარო სკოლა; სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე 10 საჯარო სკოლა და ა.შ.
სკოლების სიისა და სრული ინფორმაციის სანახავად მიყევით ბმულს