LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

106 წლის ქალბატონმა „ისპანკას“ შემდეგ კორონავირუსიც დაამარცხა

185
koronavirusi-bebo

ანა დელ ვალე ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს და საშიში ვირუსით 60 მეზობელთან ერთად დაინფიცირდა.

ანა 1913 წელს დაიბადა და 5 წლის ასაკში „ისპანკა“ შეეყარა. მომაკვდინებელმა ეპიდემიამ მაშინ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მათ შორის გოგონას ოჯახის წევრებიც იყვნენ. ანას კი ძალიან გაუმართლა და გამოჯანმრთელება შეძლო.

უკანასკნელი 8 წელი ქალბატონი მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს და Covid 19–ის დიაგნოზი არამხოლოდ მის მეგობრებს, არამედ სახლის თანამშრომლებსაც დაუსვეს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დაავადებულები მეზობელი ქალაქის საავადმყოფოში გადაეყვანა.

გზად მოხუცებით სავსე ავტობუსს მომიტინგეები დახვდნენ და ქვები დაუშინეს. მათ არ სურდათ,  ქალაქში კორონავირუსით დაავადებულები შეეშვათ. თუმცა, საქმეში პოლიცია ჩაერთო და მიტინგი დაშალა.

ანას მდგომარეობაზე ყველა ამ პროცესმა უარყოფითი გავლენა იქონია. მოხუცი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და რეანიმაციაშიც მოხვდა. თუმცა, მალევე მან გამოჯანმრთელება დაიწყო და რამდენიმე დღეში ვირუსი საბოლოოდ დაამარცხა.

უფრო მეტიც, ანა გახდა ესპანეთში ყველაზე უხუცესი პაციენტი, რომელმაც COVID–19 დაძლია.

როგორც ანას ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალბატონი თავს ძალიან ენერგიულად გრძნობს –  „მადაც მოემატა, თავს ნამდვილად უკეთ გრძნობს. ნელ–ნელა საყვარელ საქმიანობას – სეირნობას დაუბრუნდა და მოკლე მანძილზე მარტოც მიდის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები