LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

103-ე სკოლის მოსწავლეებმა “ბოლო ზარზე” პატივი გარდაცვლილი დამრიგებლის ხსოვნას მიაგეს

1563
188142684-1810649672441194-120039683304101367-n

დღეს, 20 მაისს, საქართველოში მე-12 კლასელებისთვის ,,ბოლო ზარი” დაირეკა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, 103-ე სკოლის მოსწავლეები გარდაცვლილი დამრიგებლის საფლავზე მივიდნენ.

ემოციური ამბავი და ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„არ დავიწყება მოყვრისა….“

103-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა პატივი მიაგეს ყოფილი დამრიგებლის ხსოვნას. მანანა მასწავლებელს თქვენ ძალიან უყვარდით.

დღეს ის უზომოდ ბედნიერი და სევდიანი იქნებოდა და მშობლიური სიყვარულით დაგილოცავდათ ცხოვრების გზას! ღმერთმა ნათელი მოჰფინოს მის ნათელ სულს.
მადლობა ახალგაზრდებო ამ ნაბიჯისთვის. ჩანს, რომ ღირსეული ადამიანები ხართ. თქვენთვის ამ ამაღელვებელ და სასიხარულო წუთებში არ დაივიწყეთ ის სიკეთე და ამაგი, რომელიც მანანა მასწავლებელმა გასწია.

გზას დაგილოცავთ, მუდამ სწორი გზით გევლოთ“- წერს არჩილ ჩხაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები