LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

102 წლის მორბენალი ოქროს მედლებს იგებს და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ სპორტს ასახელებს

45
Sawang-Janpram2

ტაილანდელმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 102 წელი შეუსრულდა, მორბენალთა შეჯიბრში მეოთხედ გაიმარჯვა და სირბილი თავისი სიცოცხლის მთავარ ძალად დაასახელა.

სავანგ ჯანპრამი ქვეყნის ყველაზე ხანდაზმული სპრინტერია და სახელი სწორედ ამ ფაქტით გაითქვა. თებერვლის ბოლოს ტაილანდელმა 100 მეტრიან დისტანციაზე მორიგი შეჯიბრი მოიგო და ეს სულ რაღაც 27,08 წამში გააკეთა.

გამარჯვებული თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ რეგულარულ ვარჯიშს მიიჩნევს.

„მას შემდეგ რაც სპორტი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო ძლიერი და ჯანმრთელი გავხდი. ვარჯიში მადასაც აუმჯობესებს და უკეთესად კვებას იწყებ“, – დააზუსტა 102 წლის მამაკაცმა.

მოხუცი სპრინტერი 70 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და შეჯიბრისთვის მომზადებაში შვილი ძალიან ეხმარება ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები