LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული – მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

83
კორონავირუსი

მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ყველაზე დრამატული მდგომარეობა კვლავ იტალიაშია, სადაც  ბოლო 24 საათში კორონავირუსით 601 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა წინა დღეებთან შედარებით ფატალური შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ქვეყანაში ინფიცირების 4 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სულ, იტალიაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6 000-ს აჭარბებს.

კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი ფაქტი დაფიქსირდა თურქეთში. სულ ქვეყანაში 37 ადამიანია დაღუპული.

დაინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში 235-მდე გაიზარდა, ქვეყნის მთავრობა მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დაწესებულების ძირითადი ნაწილის დახურვას აანონსებს.

კარანტინის სპეციალური რეჟიმი გამოცხადდა აზერბაიჯანში, სადაც ვირუსის 72 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

COVID-19-ით ინფიცირების 400-ზე მეტი ფაქტი დასტურდება რუსეთში.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით 2300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ესპანეთში. შემთხვევების რიცხვი იზრდება საფრანგეთში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.

გადაადგილების წესები გაამკაცრა და 2 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა დიდმა ბრიტანეთმა. კარანტინი გამოცხადდა კვიპროსში.

პანდემიის დაჩქარებაზე საუბრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 102 ათასზე მეტი ადამიანია გამოჯანმრთელებული.