1000 ევრო ბონუსად დისტანციურად მუშაობისთვის – გერმანულმა ავტოკონცერნმა Daimler-მა გადაწყვიტა, საკუთარი თანამშრომელები, რომლებიც კორონავირუსის გამო, დისტანციურ სამუშაო რეჟიმში არიან, გაახაროს და 1000-1000 ევრო გადაუხადოს. ბონუსს, დაახლოებით, 160 ათასი ადამიანი მიიღებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, ეს არის ერთგვარი მადლიერის ჟესტი კომპანიისგან, რომელიც აფასებს კადრების შრომას პანდემიის პერიოდში.
„კორონავირუსის გამო, 2020 წელი რთული იყო. ამ ექსტრაორდინალურ დროში კომპანიას ყოველთვის ჰქონდა საკუთარი თანამშრომლების იმედი“, – ამბობს Daimler-ის კადრების განყოფილების უფროსი უილფრედ პორტი.