ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, ამ დროისთვის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 100-ზე მეტი სკოლაა გადასული.
განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლება 600-ზე მეტ კლასში:
“როგორც იცით, სტატისტიკა ახლდება და ყოველ პარასკევს განახლებული ინფორმაციაა. ორ დღეში კიდევ განახლდება.
დღეისთვის 100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი არის დისტანციურ რეჟიმში. მართვა გრძელდება წერტილოვნად. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია და კვირაში ერთხელ ეს ინფორმაცია საჯაროდ არის გაზიარებული.” -განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
დღესვე, ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.