ცნობილი კაპიტანი ტომი მური, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბრიტანელი ექიმებისთვის ქველმოქმედებით თანხა შეაგროვა, „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
100 წლის კაპიტანი ტომი ბედფორდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მას პნევმონია აქვს.
კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანია. მან პანდემიის პირველი ტალღის დროს ბრიტანელი ექიმებისთვის 37 მილიონი დოლარი შეაგროვა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
100 წლის ვეტერანი ბედფორდის ჰოსპიტალში მკურნალობს.
მურის ქალიშვილის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ მას ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია.
მურს გამოჯანმრთელება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უსურვა.
100 წლის იუბილე კი მას თავად დედოფალმა მიულოცა. გაწეული სამსახურის გამო ბრიტანეთის დედოფალმა ტომას მური რაინდად აკურთხა.