LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის კაცმა ერთსა და იმავე კომპანიაში იმდენი დრო გაატარა, რომ გინესის წიგნში მოხვდა

152
old

100 წლის ბრაზილიელმა, რომელიც ამ დრომდე აქტიურად მუშაობს, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და თავისი ჯანმრთელობის საიდუმლოც გაამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Upi ავრცელებს.

უოლტერ ორტმანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ადამიანი რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი კარიერა აქვს. მან ერთ კომპანიაში 84 წელზე მეტი გაატარა. მამაკაცი ტექსტილის ქარხანაში ReneauxView 1983 წლის 17 იანვარს, 15 წლის ასაკში მივიდა და მას შემდეგ სამსახური არც შეუცვლია.

ხანდაზმულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და ავტომობილის მართვაც არ შეუწყვეტია. თავისი ჯანმრთელობის საიდუმლოდ უოლტერი დღევანდელი დღით ცხოვრებას ასახელებს.

„მე არაფერს ვგეგმავ. მხოლოდ ის მადარდებს, რომ ხვალ ისევ გავიღვიძებ, ვივარჯიშებ და სამსახურში წავალ. აწმყოთი უნდა ცხოვრობდეთ და არა წარსულით ან მომავლით. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც ახლა და ამ დროს ხდება! “

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები