კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში 100-ს მილიონს გადააჭარბა.
მატულობს ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი საფრანგეთში, სადაც ეპიდემიოლოგები დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ.
რთული ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ხელისუფლება მოგზაურებისთვის სავალდებულო კარანტინის დაწესებას დღეს დაანონსებს.
რეგულაციები გამკაცრდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ევროპაში ჩასული მოგზაურებისთვისაც. ინფიცირებისა და ჰოსპილატიზების შემთხვევების კლების გამო მკაცრი შეზღუდვები მოიხსნა კალიფორნიაში. შტატის მასშტაბით რესტორნებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს ღია ცის ქვეშ უმასპინძლონ.
ვაქცინასთან დაკავშირებით ახალ დეტალს ავრცელებს კომპანია Moderna. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული შტამების მიმართ ეფექტურია.