LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 მეწარმე 1000 პროდუქტი – 26 მაისს სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

118

26 მაისს, დამოუკიდებელი საქართველოს 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 11:00-დან 20:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი გაიმართება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.

სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება, რომელშიც სიმბოლურად 100 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, გამორჩეული იქნება მისი მრავალფეროვნებით.

„სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა. ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას და ქმნის ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეებს“, – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები