Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
10-ზე მეტი არ შეგროვდეთ: ევროპა კოვიდთან ბრძოლას ისევ ამკაცრებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10-ზე მეტი არ შეგროვდეთ: ევროპა კოვიდთან ბრძოლას ისევ ამკაცრებს

127
Varias-personas-charlan-principal-Ordicia-1481562248-123653423-667x375

ესპანეთში, ბასკეთში 10 ადამიანზე მეტის შეკრების ნებას აღარ იძლევიან. რეგიონი მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაინფიცირების დონით. ესპანეთი კი ახალი შემთხვევების რაოდენობით ლიდერია ევროპაში. ზრდის მიხედვით მეორე ადგილი ლუქსემბურგს უკავია, მესამე მალტას.

ავსტრია იმ ქვეყნებს შეურთდა, რომელიც ესპანეთიდან ჩასულებს შეზღუდვებს უწესებს.

ორშაბათიდან შეზღუდვები ბალეარის კუნძულებიდან დაბრუნებულებს შეხება. ეს არ ნიშნავს, რომ დასასვენებლად მყოფმა ხალხმა შვებულება უნდა შეწყვიტოს. მაგრამ ვინც ორშაბათიდან დაბრუნდება, ტესტირება უნდა გაიარონ ან 14-დღაიან კარანტინში მიბრძანდნენ – ბრძანა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა.

 

ირლანდიამ გამოაცხადა, რომ შეზღუდვები “საგრძნობლად” გამკაცრდება მას შემდეგ, რაც ბოლო ორ კვირაში დაავადების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს 40 წლამდე ასაკის ადამიანებთანაა კავშირში. ბევრმა არც იცის, რომ დაინფიცირებულია და იგნორირებას უკეთებს სოცდისტანციას.

საქმე მარტო ხალხის აღმაშფოთებელ მოქცევაში არ არის, რასაც დუბლინურ ბარებში ვხედავთ. სულ უფრო ბევრი ადამიანი იქცევა ისე, თითქოს ვირუსი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ან მიაჩნიათ, რომ ნორმალურია რისკის ქვეშ ყოფნა – გაცხარდა ირლანდიის პრემიერ მინისტრი მიკალ მარტინი.

 

ამასობაში საფრანგეთსა და ესპანეთში კარანტინის დასრულების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საფრანგეთში, ბოლო 24 სააათში, კორონავირუსის 3 776 შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 225 043-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ესპანეთს, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ის 3 715 შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ივნისის ბოლოდან ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც კარანტინი დასრულდა.

ესპანეთში პრევენციის მიზნით ახალი წესები ამოქმედდა, მათ შორის არის ღია ცის ქვეშ მოწევის აკრძალვა, ღამის კლუბების დახურვა და ბარებისა და რესტორნებისთვის სამუშაო საათების განსაზღვრა.

ბოლო ორ კვირაში ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის რაოდენობით პირველები რუმინეთი, ბულგარეთი და ლუქსემბურგი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები