როდესაც გადაწყვეტილებას იღებთ იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაატაროთ შვებულება, პირველ რიგში, ფიქრობთ იმ ღირსშესანიშნავ ადგილებზე, რაც უცხო ქვეყანაში უნდა მოინახულოთ. მაგრამ თუ თქვენ ნამდვილად გინდათ, რომ კარგად გაიცნოთ ის ქვეყანა, სადაც აპირებთ ვიზიტს, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ლოკაციები სწორად აირჩიოთ.
Time out რედაქტორებმა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქალაქში კვლევებს აწარმოებენ, ყველაზე მაგარი სამეზობლოები დაასახელეს. გთავაზობთ ათეულს, რომელიც მოყვანილია კლებადობის მიხედვით, მეათედან პირველ პოზიციამდე.
პილსენი, ჩიკაგო
ქალაქი ვისკონსინის შტატში. ლუდის ქალაქი – ასე ეწოდება ადგილს, სადაც, როგორც ამბობენ, ლუდის დამზადებას ჩაეყარა საფუძველი. პილსენი ცნობილია ასევე, როგორც ხელოვნების კერა. დასახლებულია მექსიკურ-ამერიკული მოსახლეობით. იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივები ვიზიტორებს უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდებიან.
ემბახადორესი, მადრიდი
Time Out-ის რედაქტორები აღნიშნავენ, რომ მადრიდში არც ერთი სხვა სამეზობლო არ არის ისეთი ცოცხალი და მრავალფეროვანია, როგორც ემბახადორესი.
ასტორია, ნიუ-იორკი
ნიუ-იორკის ქუინსის დაბა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია მსოფლიოში. ისტორიულად ქალაქი ბერძნული და იტალიური საზოგადოებების თავშესაფარი იყო.
სენ დენი, პარიზი
როგორც ოდრი ჰეპბერნმა თქვა, „პარიზი, ყოველთვის კარგი იდეაა“. მაგრამ როცა დგება ჯერი, რომ ავირჩიოთ სამეზობლო პარიზში, სენ დენი შეუცვლელია.
ეს მოდური კვარტალი მართალია ლე მარისთან ახლოსაა, მაგრამ თქვენ არ დაგჭირდებათ დიდ მანძილზე გადაადგილება, რათა ნახოთ ლამაზი ბარი ან რესტორანი.
უოთერფრონტი, ჰობარტი
ძველი და ახალი ხელოვნების მუზეუმის გამო (MONA) ჰობარტი რუკაზე ერთ-ერთი მთავარი წერტილია. და ეს მარტო ხელოვნებას არ ეხება, სწორედ ტასმანიის სილამაზე და შარმი იწვევს ვიზიტორებს, რომ შევიდნენ მუზეუმში. მუზეუმი კი მდებარეობას ფეხით მოსიარულეების ზონაში.
ფილიპინოთაუნი, ლოს ანჯელესი
ლოს ანჯელესის აზიურ-ამერიკული დასახლები არის მდიდარი და უხვი, განსაკუთრებით, მისი კვების კულტურით. დარწმუნებული იყავით, რომ ფილიპინოთაუნში მშიერი არ დარჩებით. Time Out ასევე აღნიშნავს, რომ „ეს ტერიტორია ჯერ კიდევ მისი აყვავების ადრეულ ეტაპზეა“, ამიტომ იქ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს არ ელოდოთ. სამაგიეროდ, თქვენ შეგიძლიათ ველოსიპედით ისეირნოთ ტემპლ ავენიუს გასწვრივ, წაიხემსოთ და გადაიღოთ ფოტოები ულამაზეს დასახლებაში.
ვედინგი, ბერლინი
ამ შემთხვევაში საქმე ქორწილთან არ გვაქვს. ვედინგი არის უბანი გერმანიის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ცნობილია როგორც 24-საათიანი წვეულების ადგილი, ქუჩები ძალიან მშვიდია. თქვენ აქ გარანტირებული გაქვთ ღამის ტკბილი ძილი. ასევე დღისით, თქვენ შეგიძლიათ, დატკბეთ ულამაზესი გარემოთი ფლოცენსის ტბასთან.
ონიკანი, ლაგოსი
ნიგერიის ყველაზე დიდი ქალაქი არის მხატვრების, მწერლების, დიზაინერებისა და ნოლივუდის მსახიობების სახლი. შეიძლება ზოგიერთ მათგანს მაგარი ონიკანშიც შეხვდეთ, სადაც “წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს საოცრად ერწყმის“.
ლაგოსის ლაგუნის ცენტრალური სამეზობლო მნიშვნელოვანი კულტურულ შეთავაზებებს იძლევა, მათ შორისაა ნიგერიის ეროვნული მუზეუმი და რელეს გალერეა, რომელიც აქცენტს თანამედროვე ხელოვნებაზე აკეთებს.
შიმოკიტაზავა, ტოკიო
როგორც ბრუკლინია ნიუ-იორკში, ისეა შიმოკიტაზავა ტოკიოში. შიმოკიტაზავა არის საუკეთესო ადგილი მათთვის, ვისაც სურს, რომ ტოკიოს რიტმში ცხოვრება გამოსდაცოს.
აროიოსი, ლისაბონი
CNN Travel-მა დაადგინა, რომ ლისაბონი შეიძლება იყოს ყველაზე მაგარი ქალაქი ევროპაში. ქალაქი ბევრი რამითაა ცნობილი: ზღვის პროდუქტებით, ცოცხალი მუსიკით, ქუჩის ხელოვნებით. აროიოსის ქუჩები და მისი ახლომდებარე უბანი ცნობილია თავისი მრავალფეროვნებითა და ახალგაზრდული რიტმით.
“უამრავი რამ ხდება, აქ ირევიან ახალგაზრდები, მხატვრები და ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამეზობლო, რომლისაც ხალხს ოდესღაც ეშინოდა, ახლა ლისაბონის დინამიური, კულტურათაშორისი კერაა.”