LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 უპრეცედენტო შეთავაზება „თეგეტასგან” – 10 მაისიდან

133

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს უპრეცედენტო შეთავაზებით მიმართავს. როგორც „ფორტუნას“ კომპანიიდან აცნობეს, მხოლოდ 10 დღით, 10 მაისიდან ნებისმიერ მომხმარებელს „თეგეტა“ საშუალებას აძლევს ისარგებლოს 10 უპრეცედენტო შეთავაზებით.

„თეგეტას“ სერვის ცენტრებში თქვენ სრულიად უფასოდ შეძლებთ ისარგებლოთ სავალი ნაწილის, აკუმულატორის, ანტიფრიზის, ზეთის დონის და სამუხრუჭე სითხის შემოწმების სერვისით, ამასთანავე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება ელექტრო დიაგნოსტიკაზე, ფრეონისა და გამონაბოლქვის შემოწმებაზე, ხოლო დახარჯული თანხიდან 25%-მდე თანხა დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ reservation.tegetamotors.ge, ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპნიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 15 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში : shop.tegetamotors.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები