LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 თვეში რუსეთიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 420%-ით გაიზარდა

75
რუსები ლარსზე - ზურა ცერცვაძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 442 603 შეადგინა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 33.4%-ით ჩამორჩება, წლიური ზრდა კი 115%-ია. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 3 782 141 ვიზიტი განხორციელდა, 43%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელთან, ხოლო 171%-ით მეტი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

იანვარი-ოქტომბრის პერიოდში რუსეთიდან ჯამში 889 497 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 420%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 33%-ით ნაკლები.

მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა გასულ თვეშიც, რუსეთიდან 109 158 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 274%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წლის მაჩვენებელზე კი თითქმის 8%-ით ჩამორჩება.

მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც 81 033 ვიზიტი განხორციელდა, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით კლება 6.6%-ია, წლიური ზრდა კი 126%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე სომხეთია 72 877 ვიზიტით, წლიური ზრდა 277.6%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ით ნაკლებია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ოქტომბერში ვიზიტების ჯამურმა მაჩვენებელმა თითქმის 31 ათასი შეადგინა, რაც 44.7%-ით ნაკლებია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიური ზრდა 51.5%-ს შეადგენს. ჯამში ათ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან 244 ათასამდე ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 45%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიოდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები