მუსიკის ისტორიაში ყველას სიმღერას საკუთარი ისტორია აქვს. ჰიტების გალერეის ამ უდიდეს არქივში ძნელია გამოარჩიო სიმღერები სხვადასხვა მიმართულებით. კიდევ უფრო რთულია იპოვო მათ შორის ყველაზე სევდიანი და რომანტიკული მელოდიები. „ფორტუნამ” სხვადასხვა გამოცემებისა და რეიტინგების მიხედვით, შეარჩია მუსიკის ისტორიაში 10 ყველაზე ემოციური სიმღერა, რომლის მოსმენისაც ცრემლებს მოგგვრით.
Tears in Heaven – Eric Clapton
ამ სიმღერის შექმნის ისტორია ერიკ კლეპტონს უდიდეს ტკივილთან აკავშირებს. მუსიკოსმა სიმღერა გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა. ეს უმძიმესი ტრაგედია მთელი ცხოვრება გაჰყვა მუსკოსის შემოქმედებას. Tears in Heaven კი ამ ტრაგედიის გამოხატულების ყველაზე ემოციური აკორდი აღმოჩნდა.
Hurt – Johnny Cash
ჯონი ქეშის ცხოვრება ნამდვილი ბრძოლაა, რომელიც მისი შემოქმედების ყველა ეტაპზე აისახა. ამ მხრივ სიმღერა Hurt გამორჩეულად სევდიანი გამოვიდა. მუსიკოსმა ყველა ბგერაში მთელი ტკივლი და ემოცია ჩადო. ნარკოტიკებთან ბრძოლას ქეშმა არა ერთი სიმღერა მიუძღვნა, თუმცა სწორედ ამ ჰიტის მოსმენისას ყველას თვალზე ცრემლი ადგება.
My Immortal – Evanescence
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ სიმღერას აქვს ყველაზე მძაფრი ემოციური კავშირი მსმენელთან. ის ლირიკის გამო ბევრად სევდიანად ჟღერს, ვიდრე – ისტორიის. ის ყველა ადამიანის გულამდე მიდის და ყველაზე სევდიან ემოციებს აღვიძებს.
Wake Me Up When September Ends – Green Day
ესაა ყველაზე სევდიანი სიმღერა, რომელიც როკ-ჯგუფმა Green Day თავისი არსებობის მანძილზე შეასრულა. მუსიკოსმა ბილი ჯომ ის მამის ხსოვნას მიუძღვნა. მაშინ ის მხოლოდ 10 წლის იყო.
Yesterday – The Beatles
მუსიკის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ესა არის მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ნოსტალგიური სიმღერა. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი განწყობა, ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის მიერ შესრულებული Yesterday უდაოდ აგატირებთ.
Stan – Eminem
ემინემმა ამ სიმღერით ნამდვილი გადატრიალება მოახდინა საკუთარ კარიერაში. სიმღერა მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც სთენი ქვია. ის ამ სიმღერაში თვითმკვლელობის სულისშემძვრელ ისტორიას ყვება.
Wish You Were Here – Pink Floyd
სიმღერა ამავე სახელწოდების ალბომიდან დევიდ გილმორმა და როჯერ უოტერსმა დაწერეს. ჟურნალმა Rolling Stone ჰიტი ყველა დროის საუკეთესო სიმღერების რეიტინგში შეიყვანა. ცნობილია, რომ სიმღერა მუსიკოსებმა სიდ ბარეტზე დაწერეს, რომელსაც სიმღერის შექმნის დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა. ამ სიმღერით ისინი საკუთარ სურვილსა და ემოციას გამოხატავენ, რომელიც სიდ ბარეტის ჯგუფიდან წასვლას უკავშირდება.
Mad World – Michael Andrews
სიმღერა არტურ ჯეინოვის თეორიის გავლენით დაიწერა და მისი ყველაზე სევდიანი ვერსია ამერიკელ მულტი-ინსტრუმენტალისტს, მაიკლ ენდრიუსს ეკუთვნის.
Creep – Radiohead
პირველად ეს სიმღერა ტომ იორკმა 1987 წელს დაწერა და ის აკუსტიკურ გიტარაზე შეასრულა. ცნობილი პროდიუსერების თანდასწრებით Radiohead-მა რამდენიმე სიმღერა წარმოადგინა, თუმცა შოინ სლეიდსა და პოლ კოლდერზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ Creep-მა მოახდინა. ამ საოცრად ემოციური სიმღერის ცოცხალ ვერსიას იშვიათად შეხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ესაა ყველაზე პოპულარული ჰიტია ბენდის შემოქმედებაში, ტომ იორკმა მას „ნაგავი“ უწოდა.
How to Save a Life – The Fray
სიმღერა თინეიჯერი ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც უახლოესი მეგობრის დაღუპვით გამოწვეულ ტრაგედიას ებრძვის. სწორედ ამ ისტორიამ სიმღერა კიდევ უფრო ემოციური და მრვალისმთქმელი გახადა. ჰიტი ბილბორდის საუკეთესო სიმღერების სიაში შედის და ის გრემიზეც იყო ნომინირებული საუკეთესო როკ-პერფორმანისი ნომინაციაში.