მსოფლიო მუსიკის ისტორიაში რომანტიული სიმღერების უდიდესი არჩევანია. ცხადია, ამ არქივში იპოვით მელოდიებს შექმნილს დაკარგული სიყვარულის თემაზეც. ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო სიმღერა „ბილბორდის“ ჩარტებიდან, რომლებმაც ავტორებს უდიდესი წარმატება მოუტანა და განსაკუთრებულად იმოქმედა იმედგაცრუებულ და გულგატეხილ ადამიანებზე
Mariah Carey – We Belong Together
ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ სიმღერას პლატინის სერთიფიკატი მიანიჭა. მერაია ქერიმ 2006 წელს სიმღერისთვის We Belong Together „გრემის“ 2 ნომინაცია მიიღო. ჟურნალმა Billboard კი ის 2000-იანების საუკეთესო სინგლად მონათლა. საინტერესოა რომ მერაიამ ეს სიმღერა 2004 წელს დაწერა, როცა მის შემოქმედებით და პირად ცხოვრებში დიდი კრიზისი იდგა. კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს სიმღერა განსაკუთრებულად ემოციურია თავის ტექსტიდან გამომდინარე.
Toni Braxton – Un-Break My Heart
ესაა ტკივილით სავსე სიმღერა, რომელიც შესულია ტონი ბრექსტონის 1996 წლის ალბომში Secrets . დარენ უორენის ეს სიმღერა მუსკოსს თავდაპირველად არ მოეწონა, თუმცა პროდიუსერმა ის დაარწმუნა სიმღერა მაინც შეესრულებინა. სიმღერაში ბრექსტონი ტრაგიკულად დაღუპული შეყვარებულის ისტორიას ყვება და ურთიერთობის ყველაზე ემოციურ მომენტებს იხსენებს. „ბილბორდის“ ჩარტების მიხედვით სიმღერა Un-Break My Heart ყველაზე წარმატებული სოლო სინგლია.
სიმღერა Foolish Game ამერიკელმა მუსკოსმა 1995 წელს დაწერა. ყველა დროის ყველაზე ამაღელვებელ სასიყვარულო სიმღერებს შორის „ბილბორდმა“ ჰიტს მესამე პოზიცია მიაკუთვნა. ამ ჰიტმა პირველი სადებიუტო ალბომიდან ჯუელს „გრემის“ ნომინცია და საქვეყნო აღიარება მოუტანა.
The Police – Every Breath You Take
სტინგის მიერ დაწერილმა ამ სიმღერამ 1984 წელს „გრემის“ მთავარი ნომინაცია, წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა. მუსიკოსმა სიმღერა მეუღლეს, ფრენსის ტომლეტის მიუძღვნა, რომელსაც სწორედ 80-იანების დასაწყისში დაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის შექმნის ისტორია საკმაოდ სევდიანია, მსმენელმა ის უფრო პოზიტიურ მელოდიად აღიქვა.
#1 ჰიტი ამერიკული ბოიბენდის შემოქმედებაში. ასე იცნობენ ჰიტს Boyz II Men-ის შემოქმედების მოყვარულები. სიმღერა სპეციალურად შეიქმნა ფილმისთვის „ბუმერაგნი“, რიმლის სიჟუეტის მიხედვითაც, მთავარ გმირს არ სურს, რომ საყვარელმა ქალმა მიატოვოს. მელოდია და ტექსტიც სწორედ ამ დატვირთვას ატარებს.
სიმღერა ადელმა პოლ ეპუორტთან ერთად დაწერა და ის 2009 წელს სულ რამდენიმე საათში ჩაიწერა. ამას წინ უძღოდა პირადი ტრაგედია ადელის ცხოვრებაში, როცა ის საყვარელმა მამაკაცმა მაიტოვა. ამბობენ, რომ სიმღერის ჩაწერისას მუსიკოსი ცრემლებს ვერ იკავებდა. საბოლოოდ „გრემის“ რიგით 54-ე ცერემონიაზე სიმღერამ, Rolling in the Deep სამი მთავარი პრიზი მიიღო.
ეს გახლავთ ჯგუფ OneRepublic -ის სადებიუტო სინგლი, რომელიც ბენდის პირველ სტუდიურ ალბომში Dreaming Out Loud არის შესული. 2007 წელს რეპერმა ტიმბერლენდმა სიმღერის ქავერი ჩაწერა, რომელშიც თავად OneRepublic იღებდა მონაწილეობას. სიმღერამ ემოციური ტექსტითა და რომანტიული მელოდიით „გრემის“ ნომინაცია და „ბილბორდის“ ჩარტების ლიდერობა მოიპოვა.
Whitney Houston – I Will Always Love You
სიმღერა 1973 წელს დოლი პარტონმა დაწერა და დაკარგულ სიყვარულს მიუძღვნა. სიმღერა ბევრად პოპულარული გახდა 90-იან წლებში, როცა ის ლეგენდარულმა უიტნი ჰიუსტონმა გადაამღერა. ჰიტმა 10-ზე მეტი საპატიო ჯილდო მიიღო და კინოფილმის „პირადი მცველის“ მთავარი საუნდტრეკი გახდა.
Sinead O’Connor Nothing Compares To You
ეს საოცრად პოპულარული ბალადა ლეგენდარულმა მუსიკოსმა პრინცმა დაწერა და 1990 წელს ის შინეიდ ოკონორმა შეასრულა. დევიდ ქინგის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, სიმღერა ყველა დროის ყველაზე დეპრესიული ბალადების ხუთეულში მოხვდა.
Gloria Gaynor – I Will Survive
გლორია გეინორის ყველაზე პოპულარული სიმღერა, რომელიც ყველამ ზეპირად იცის. სიმღერაში საუბარია ადამიანზე, რომელმაც სიყვარული დაკარგა და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. სინგლს ხშირად ფემინისტური მოძრაობის, სექსუალური უმცირესობებისა და შიდსით ინფიცირებული ადამიანების ჰიმნსაც უწოდებენ. „გრემის“ მფლობელი ეს სიმღერა ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სიმღერების სიაში შეიყვანა.