მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გზამკვლევი, Lonely Planet ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების ათეულს აქვეყნებს. რეიტინგის სათავეში ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მოექცა. როგორც Lonely Planet-ი წერს, ხორვატიის დედაქალაქში ტურისტები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ თავშესაფარს ნახავენ. ამასთან, ამ ქალაქში განსაკუთრებით საინტერესოა ქუჩის მხატვრობა და ღია კაფეები.
რაც შეეხება რეიტინგის დანარჩენ ქალაქებს, სიაში მოხვდნენ ასევე:
- გოთლენდი – შვედეთში მდებარე ქალაქი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე მზიან ადგილად მიიჩნევა;
- ჩრდილოეთ მონტენეგრო – გამოცემა აქ მოგზაურობას მშვიდი დასვენების მოყვარულებს ურჩევს;
- ლიდსი – დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქია, რომელიც მანჩესტერის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას “ღამის ბუების” ქალაქს უწოდებენ;
- ალენტეოა – პორტუგალიაში მდებარე ქალაქი, რომელსაც გამოცემის ინფორმაციით, იდუმალი მიმზიდველობა აქვს;
- ჰამბურგი – გამოცემა წერს, რომ გერმანია ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი წელიწადის ყველა დროსაა.
Lonely Planet-ის ათეულის ბოლო ადგილს იკავებს ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი- ჰავრი. მის წინ კი არიან: კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი პაფოსი, პორტუგალიის ქალაქი ალტენოა, ესპანეთში მდებარე გალისიას რეგიონი, თავისი მთავარი ქალაქით- სანტიაგო დე კომპოსტელათი. გამოცემის მიერ შედგენილ რეიტინგში საპატიო ადგილს იკავებს მოლდოვაც, თავისი დედაქალაქითა და სხვა რამდენიმე ქალაქით.