LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საინტერესო ფაქტი Audi-ს შესახებ

189

გერმანული ბრენდი Audi საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მსოფლიოში, აგრეთვე საქართველოშიც. ყველამ კარგად იცის, რომ Audi Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა თუმცა, არსებობს ისეთი დეტალებიც რომელიც ჩვენთვის უცნობია.

 

 

 

 

 

 

1990 წელს გამოშვებული Audi A4-ი პირველი ავტომობილი გახლდათ IMSA სარბოლო ისტორიაში, რომლის ძარაც მთლიანად კარბონისგან იყო დამზადებული.

 

1

 

გამშვებ სისტემასა და Down Pipe-ს ტურბინიან ავტომობილებზე დიდი ეფექტის მოხდენა რომ შეუძლია Audi-ს ტექნიკოსებმაც კარგად იციან. სწორედ ამიტომ სტანდარტულ Audi TT RS-ს რამდენიმე მილიმეტრით დიდი დიამეტრის გამშვები სისტემა აქვს.

 

2

 

Audi ლათინურ ენაზე სმენას ნიშნავს, სმენა გერმანულად Horch-ს. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სახელი მისი დამფუძნებლისგან August Horch-ისგან იქნა აღებული.

 

 

3

 

Audi წლების განმავლობაში Rally-შიც იღებდა მონაწილეობას. სწორედ ამ ფაქტის გამო, კომპანიამ შექმნა საიდუმლო ძრავი, რომელსაც დაახლოებით 1000bhp ქონდა.

 

 

4

 

კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია სპორტულ შეჯიბრებებზეც დიზელზე მომუშავე სარბოლო ავტომობილებით. თუმცა, დიზელზე მომუშავე ძრავები მათივე გადაწყვეტილებით იქნა ამოღებული ავტომობილებიდან იმის გამო, რომ მცირე რესურსი ქონდა.

 

5

 

ბოლო წლების განმავლობაში Audi-მ ავტომობილებს საკმაოდ სწრაფი გადაცემათა კოლოფი დაუმონტაჟა. ამ კოლოფების ისტორია კი, სწორედ 1980 წელს დამზადებული რალის ავტომობილებით იწყება.

 

6

 

ორიგინალი Audi RS მოდელი, რომელიც 1994 წელს დამზადდა სანახევროდ Porsche-ს მიერ იყო დაპროექტებული. Porsche-ს ლოგოები ამოტვიფრული იყო სამუხრუჭე ხუნდებზე, ხოლო დისკები და სარკეები Porsche 911 Turbo-ს ანალოგი გახლდათ.

 

7

 

ჯერ კიდევ 2010 წელს კომპანიამ საიდუმლოდ გამოსცადა Audi TT S, რომელიც მთლიანად კომპიუტერით იმართებოდა. თუმცა, ეს ფაქტი დღემდე შეუმჩნეველი რჩებათ ავტომოყვარულებსა და კრიტიკოსებს.

 

8

 

ყველასათვის კარგად ნაცნობი 4WD სისტემა Volkswagen-ის IItis Jeep-ისგან გახდა ცნობილი, რომელიც Audi-ს ნაწილებით შეიქმნა სპეციალურად Paris-Dakar რბოლისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ კი Audi-მა პირველი Quattro ჩაუშვა წარმოებაში.

 

9

 

რალში მონაწილე Audi S1  Porsche 911 Turbo-ს Anti-Lag სისტემას იყენებდა. თუმცა, ეს ყველაფერი ფარულად ხდებოდა, რადგან არავის შეენიშნა Porsche-ს ჩართულობა გერმანელების საქმიანობაში.

 

10

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები