LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საათიანი ძილი და იოგა – კეიტ მოსმა თავისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა

377
kate moss

როდესაც 90-იანი წლების მოდაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენიოთ კეიტ მოსი, რომელიც იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 46 წლის მოსი ახლა უკვე ნაკლებად ჩნდება პოდიუმზე, ის მაინც შესანიშნავ ფორმაშია.

ცოტა ხნის წინ კეიტმა ჟურნალ ,,ელის” თავისი სილამაზის საიდუმლო გაუმხილა. ხმაურიან წვეულებებს ვარსკლავი ახლა მშვიდ, ჯანსაღ ცხოვრებას ირჩევს და 10 საათიან ძილს ამჯობინებს.

„საღამოს, სერიალის ყურების შემდეგ, 11 საათზე ვიძინებ და დილის 8 საათზე ვიღვიძებ, დილას კი იოგათი ვიწყებ “, – ამბობს ტოპ-მოდელი.

დილით კეიტი ლიმონიან ცხელ წყალს სვამს, მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევს ფინჯან ყავას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები