სასტუმროს ნომერი ბევრად ბინძურია, ვიდრე ბევრი საჯარო დაწესებულება, მათ შორის – სკოლა, ან თუნდაც თვითმფრინავის სალონი. „ჰაფინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურე პერსონალი თითო ნომერში ძალიან ცოტა ხნით შედის და ნივთებს დეზინფექციას თითიქმის არასოდეს უტარებენს.
სასტუმროს ყველაზე ბინძური ნივთების დასადგენად საგანგებლო კვლევა ჩატარდა. შედეგად კი გაირკვა, რომ ვიზუალურად სუფთა ნომრებმა არ უნდა მოგვატყუოს. ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ოთახებიც კი ბაქტერიებით არის სავსე.
მაშ ასე :
ყველაზე ბინძური ნივთი ნომერში ტელევიზორის პულტია. კვლევაში აღნიშნულია, რომ პულტზე, შესაძლოა, იმდენივე ბაქტერია იყოს, რამდენიც უნიტაზზე.
კვლევა სასტუმროების 5 უმსხვილეს სასტუმროების ქსელში ჩატარდა და გაირკვა, რომ უამრავი საშიში ბაქტერია არის ტელეფონებზეც. მომსახურე პერსონალი არც ამ ნივთს წმენდს უმეტეს შემთხვევაში. უმჯობესია, სადეზინფექციო ხელსახოცები ატაროთ თან და ნომერში ტელეფონი მხოლოდ კარგად გაწმენდის შემდეგ იხმაროთ.
ფრთხილად იყავით, სანამ ონკანს შეეხებით, განსაკუთრებით საშიში კი ნიჟარაა. ხელსაბანზე 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში ბაქტერიების „ზღვა“ აღმოჩნდა კვლევის დროს.
კარგად შეამოწმეთ თეთრეული დაწოლამდე. უმჯობესია, საკუთარი თეთრეული თავად წაიღოთ. საწოლში, უმეტესად, ყველაზე საშიში ბაქტერიები და ხან – ბაღლინჯოებიც ბუდობენ.
კიდევ ერთი ნივთი, რაც არასოდეს იწმინდება, ყინულის კონტეინერია.